logo
ENG



ლევან ახვლედიანი: ჩვენ არ ვაპირებთ დოკუმენტების ჩაბარებას

15 ოქტ 201915:38
3 წუთის საკითხავი
 
7gdnk6smh5i7gbe.jpg

ანაკლიის კონსორციუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თუ მთავრობა პოზიციას არ შეიცვლის და არჩეულ გზას დაადგება, ანაკლიის პროექტი დიდი ხნით გაჩერდება.

"ახალმა სამეთვალყურეო საბჭომ კიდევ ერთხელ შევძელით, რომ მოგვეძიებინა და მობილიზება გაგვეკეთებინა ინვესტორების, რომლებიც დღესაც კი მზად არიან პროექტში ინვესტიცია განახორციელონ. მთავრობის მხრიდან მინიმალური რამ არის გასაკეთებელი, რაც უზრუნველყოფდა ინვესტორების პროექტში ბოლომდ იურიდიულად დაფიქსირებას. დღეს 12:00 საათზე ბრიფინგზე ითქვა, რომ ხვალ თუ არ წარვადგენთ დოკუმენტებს, მთავრობას ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება აქვს. თუ ამ გზას დაადგება მთავრობა, არც ერთი მაღალი რეპუტაციის მქონე ინვესტორი ამ პროექტს არ გაეკარება და ეს პროექტი დიდი ხნით გაჩერდება.

ახვლედიანის თქმით, კონსორციუმი დოკუმენტების ჩაბარებას არ აპირებს.

"ვიმედოვნებ, მთავრობა გონივრულ ზომებს მიიღებს. ჩვენ არ ვაპირებთ დღეს არავითარი დოკუმენტების ჩაბარებას. დღევანდელი 12:00 საათის ბრიფინგი ადასტურებს მათ რა განწყობა აქვთ. იმის ნაცვლად კონსტრუქციულ საუბარში გადავსულიყავით, ხდება პროექტის დაკნინება", - განაცხადა ახვლედიანმა. 

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის კონსორციუმს ვალდებულებების შესასრულებლად ვადა 15 ოქტომბრამდე ეძლევა. იმ შემთხვევაში თუ კონსორციუმი 15 ოქტომბერს, საღამოს 18:00 საათამდე ინვესტორებთან გაფორმებულ ფინანსურ ხელშეკრულებებს ვერ წარადგენს, შესაძლოა მთავრობამ კონსორციუმთან დადებული შეთანხმება გააუქმოს.


close დახურვა