logo
ENG



ლევან გოფოძე: ექიმების ინფიცირების შემთხვევებს ვერსად გავექცევით

06 აპრ 202015:13
3 წუთის საკითხავი
clock 485
j9rioq87dhym20c.png

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ მედიასთან კორონავირუსით ექიმების ინფიცირების შემთხვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შექმნილ ვითარებაში ამის თავიდან აცილება ძალიან რთულია.

გოფოძის თქმით, ამ დროისთვის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალი შესაბამისი აღჭურვილობით სრულად არის უზრუნველყოფილი და საკმარისი მარაგიც აქვთ.

„ეპიდემიოლოგიური სამსახური უკეთ იცნობს სიტუაციას და პაატა იმნაძის განცხადება უფრო წონიანი ამ შემთხვევაში. მე შემიძლია გითხრათ ჩვენს კლინიკაში რა ხდება. საბედნიეროდ, ჯერჯერობით გვაქვს სრული აღჭურვილობა ექიმებისთვის და არამარტო მათთვის, მთლიანად მედპერსონალისთვის. არაერთხელ მითქვამს, რომ საშუალო და მცირე მედპერსონალი უფრო მოწყვლადი ნაწილია სამედიცინო გუნდის, რადგან მათ ყველაზე უფრო ხშირად აქვთ პაციენტებთან შეხება. ამიტომ ყველა ეს ადამიანი, ვინც შედის იზოლირებულ სივრცეებში, არის სრულად აღჭურვილი. ჯერჯერობით მარაგი გვაქვს და ყოველდღიურად ვმუშაობთ, რომ მარაგი რაც შეიძლება საიმედოდ იყოს და არ დაგვრჩეს მედპერსონალი სათანადო დაცვის გარეშე. გვაცვია ისე, როგორც ჯანმო გვირჩევს და ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რომ ჯერჯერობით ჩვენს მედპერსონალს არ აქვს კორონავირუსი მიუხედავად იმისა, რომ შეხება ინფიცირებულ პაციენტებთან ჩვენ გვქონდა“, - განაცხადა ლევან გოფოძემ.


close დახურვა