logo
ENG



ლევან კობერიძე: მთავრობის ნაბიჯები უკრაინასთან, სტრატეგიულ პარტნიორობას აზიანებს

11 ივნ 202014:42
3 წუთის საკითხავი
 

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის მიერ უკრაინის ელჩის სამინისტროში დაბარებაზე, "ქართული ოცნების" ყოფილმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ისაუბრა. მისი განცხადებით, მთავრობის ნაბიჯები უკრაინასთან სტრატეგიულ პარტნიორობას აზიანებს და სააკაშვილის განცხადებები ამ ურთიერთობის გართულების საფუძველი არ უნდა გახდეს.

„სააკაშვილი ჩემთვის უკვე დიდი ხანია უკრაინის მოქალაქეა. გარკვეულ თანამდებობებზე ცდილობს რომ მოხვდეს. სააკაშვილი ვერანაირად ვერ გახდება იმის მიზეზი, რომ უკრაინასთან რაიმე სახის ურთიერთობა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ელჩის გამოწვევა უკვე გარკვეული ტიპის დემარშია. იგივე ქმედება უკრაინის ელჩის დაბარება არ არის სწორი. ეს ქმედებები აზიანებს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობას“, - განაცხდა ლევან კობერიძემ. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი საქართველოში უკრაინის ელჩს, სააკაშვილის განცხადების გამო სამინისტროში იბარებს. როგორც ზალკალიანი აღნიშნავს, აღნიშნული განცხადება სააკაშვილის მხრიდან არის უკრაინის მოქალაქის პირდაპირი ჩარევა საქართველოს შიდა პოლიტიკაში.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის წინა ხაზზე ყოფნას აპირებს. როგორც უკრაინის რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ისინი საბოლოო გამარჯვებისთვის ემზადებიან, რადგან წელს ქვეყანა ან საბოლოოდ დაიღუპება, ან გაიმარჯვებს.


close დახურვა