საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი პაციენტების მდგომარეობის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, 37 პაციენტს აღენიშნება პნევმონია და მოთავსებულნი არიან ინტენსიურ განყოფილებაში.
"ასევე, გვყავს ერთი ორსული და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ველოდებით 14 დღის გასვლას, რათა გადამოწმდეს და გაეწეროს სახლში. ასევე გვყავს სამი მოზარდი და იმედია რამდენიმე დღეში ისინი გაეწერებიან სახლში. გუშინმეოგვივიდა 11 დაინფიცირებული პაციენტი და აქედან რამდენიმე სამწუხაროდ ექიმია, ამიტომ გადასარჩენად დავრჩეთ სახლში",-აღნიშნავს ლევან რატიანი.