logo
ENG



ლევან რატიანი: ლაბორატორიიდან არც ერთი დადებითი პასუხი კორონავირუსზე არ მოსულა

31 მარ 202011:42
3 წუთის საკითხავი
 

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი აცხადებს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი ტესტებიდან არცერთზე დადებითი პასუხი არ მისულა.

მისივე განცხადებით, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამჟამად 77 ადამიანი მკურნალობს, რომელთაგან 17 არის ინფიცირებული.

„ჩვენს კლინიკაში 77 ადამიანი განაგრძობს მკურნალობას. 17 არის ინფიცირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში ლუგარის ლაბორატორიიდან არცერთი დადებითი ტესტი არ მოსულა. აქედან გამომდინარე დღეს რამდენიმე პაციენტი დატოვებს კლინიკას. ჩაუტარდებათ კლინიკო-ლაბორატორიული კვლებვები, თუ ჯანმოს სტანდარტის შესაბამისი იქნება და უნდა დატოვონ ჩვენი დაწესებულება და გადავიდნენ საკარნტინო ზონაში, დღის პირველ ნახევარში 30 ასეთი პაციენტი დატოვებს კლინიკას“, - განაცხადა რატიანმა.

 


close დახურვა