logo
ENG



ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა

31 მარ 202109:10
3 წუთის საკითხავი
 
2021/03/31/19s1makonp33nib.jpg

80 წლის ასაკში ქართველი ფოლკლორისტი და მუსიკოსი, ანსამბლ რუსთავის დამფუძნებელი ანზორ ერქომაიშვილი გარდაიცვალა. 

ერქომაიშვილი კორონავირუსის დიაგნოზით პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ანზორ ერქომაიშვილი 1968 წლიდან ანსამბლ "რუსთავს" ხელმძღვანელობდა. 1972–1975 წლებში იყო რუსთავის სამუსიკო სკოლის დირექტორი. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა.

2008 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი ოზურგეთის საარჩევნო ოლქიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარდგინებით. 2009 წლიდან შეწყვიტა საკანონმდებლო საქმიანობა და იყო ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. 2014 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით.


close დახურვა