logo
ENG



ლევან სამუშიას თქმით, ლელოს წევრს სცემეს

04 სექ 202017:37
3 წუთის საკითხავი
 
yf6zmqhd7020o8e.png

ლელოს წევრი ლევან სამუშია Facebook-ის პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ პარტიის ერთ-ერთ წევრს ცემეს. 

სამუშია აცხადებს, რომ ყველა დამნაშავე უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.

"ადამიანია ნაცემი, ჩვენი აქტიური მხარდამჭერი - წიხლი ჩააზილეს. აგერ არიან ახლა პატრულის თანამშრომლები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები... როგორც მეუბნება დაზარალებული, არიან მოწმეებიც. ყველამ იცოდეს, ამ საქმეს ბოლომდე ჩავყვები. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა...", - აცხადებს სამუშია.

თავად დაზარალებული, ლელოს ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის წევრი კი ამბობს, რომ თავდასხმის მიზეზი ლელოში ყოფნაა.

"რას დაყვებიო ამ ხაზარაძესო, მითხრეს.  ნაცები იყვნენ და ნაცების გვერდით დგახარო...",- აცხადებს დაზარალებული.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1​-ლი პრიმა ნაწილის  ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.

 


close დახურვა