logo
ENG



ლევან ხაბეიშვილი დღეს პოლიციაში დედასთან ერთად დაიბარეს

20 მარ 202014:37
3 წუთის საკითხავი
 

თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წვერი ლევან ხაბეიშვილი დღეს პოლიციაში დედასთან ერთად დაიბარეს. მისი დაბარების მიზეზი გირაოს საფასურის გადაუხდელობა გახდა. საქმე ეხება საკრებულოში ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმის ფაქტს. დეპუტატი აცხადებს, რომ მას გირაო არ გადაუხდია, თუმცა თავდებში ჩადო ჩოხატაურში მდებარე საკუთარი სახლი. ქვეყანაში კორონავირუსის გამო გამოწვეული ვითარების ფონზე, პოლიციაში დაბარებას ხაბეიშვილი პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აფასებს.

"საზოგადოებამ კარგად იცის, რომ მე არავინ მიცემია საკრებულოში, მაგრამ ხელისუფლება ამ მიმართულებით ძალიან მკაცრად მუშაობს. ამ პირობებშიც კი აქვთ იმის დრო, რომ დამიბარონ დედასთან ერთად. იმიტომ, რომ გირაო არ გადავიხადე, დღეს დედაჩემს განუმარტეს, მე თუ დავიმალე, როგორ ცუდად დასრულდება ეს ჩვენი ოჯახისთვის",-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.


close დახურვა