მოძრაობა „ლელომ“ მთაწმინდაზე ახალი ოფისი გახსნა. მოძრაობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ახალი ოფისი მათ საშუალებას მისცემს, უკეთესი კომუნიკაცია ჰქონდეთ ადგილობრივ მოსახლეობასთან.
ოფისი რაიონში არსებული პრობლემების გამოვლენისა და მისი მოგვარების გზების მოძიების მიმართულებით იმუშავებს.