პარტია ლელოს არჩეულმა დეპუტატებმა უარი თქვეს მანდატებზე. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე მათ უკვე შეიტანეს საკანონმდებლო ორგანოში.
მანამდე, ენმ - ძალა ერთობაშიას ბლოკში შემავალი რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებმა ხათუნა სამნიძემ და თამარ კორძაია მიმართეს პარლამენტს მანდატების გაუქმების თხოვნით.
მოქმედ მანდატებს ოპოზიციური პარტიებიდან მხოლოდ გირჩის სამი და მოქალაქეეების ორი დეპუტატი ინარჩუნებს. მათ აქვთ მოლოდინი, რომ მოლაპარაკებების პროცესის წარმატებით დასრულება კვლავ შესაძლებელია.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ, 15 დეკემბერს დააკმაყოფილა ენმ - ძალა ერთობაშიას, ევროპული საქართველოს, ლელოს, სტრატეგია აღმაშენებლისა და ლეიბორისტული პარტიის მიმართვები და მათი სიები გააუქმა.