logo
ENG



ლელოს ზუგდიდის ორგანიზაცია მმართველ გუნდს მუქარასა და ზეწოლაში ადანაშაულებს

12 სექ 202011:49
3 წუთის საკითხავი
 
8m7ny9k1l3xt0g5.png

ლელოს ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელი, ირაკლი მატუა ქართულ ოცნების ზუგდიდის საკრებულოს წევრს მუქარასა და ზეწოლაში ადანაშაულებს.

მატუა ამბობს, რომ მას წუხელ მმართველი გუნდის ერთ-ერთი წარმომადგენელი, ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ოთო ქადარია დაუკავშირდა და შეხვედრას სთხოვა.

მატუას თქმით, შეხვედრისას ქადარიამ 600 ლარი მისცა, ლელოს დატოვებისა და ზუგდიდის დატოვების სანაცვლოდ.

ირაკლი მატუა ამბობს, რომ ჩასვეს ტრანსპორტში და თბილისისკენ გამოამგზავრეს. ზუგდიდში დაბრუნება მან მეგობრების დახმარებით შეძლო.

"ირაკლი მატუა არის ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი ლიდერი, კომუნიკატორი და ლელო ზუგდიდის აქტიური წევრი. მასზე დაიწყო შეტევა - დაუკავშირდა ზუგდიდის საკრებულოს ერთ-ერთი კომისიის თავმდჯომარე, ოთო ქადარია, რომელიც უნდა იყოს სახელმწიფო საქმიანობით დაკავებული და ის ამ დროს არის დაკავებული ჩვეულებრივი ზონდერ საქმიანობით". - ამბობს ლელოს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ალექსანდრე ახვლედიანი.


close დახურვა