logo
ENG



ლელოს ლიდერებმა 26 მაისის მისალოცად რუსთაველზე მსვლელობა გამართეს

26 მაი 202014:25
3 წუთის საკითხავი
clock 288

26 მაისის აღსანიშნავად პარლამენტის წინ სპეციალურად მოწყობილ გამოფენაზე იმყოფებოდნენ  პარტია „ლელოს“ ლიდერები - პარტიის წევრებმა სიმბოლურად რუსთაველის გამზირზე  გაისეირნეს და მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.

პარტიის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა 1918 წლის 26 მაისს პირველი რესპუბლიკის დამაარსებელი ადამიანების ქმედებების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ ადამიანებმა დიდი შრომა ჩადეს ჩვენს დღევანდელობაშიც.

„მინდა ჩემი და "ლელოს" სახელით მივულოცო საქართველოს ეს მნიშვნელოვანი დღე, ჩვენი სახელმწიფოებრიობის დღე. მინდა ყველა მებრძოლს, რომელმაც და დიდი შრომა ჩადო იმაში, რომ ჩვენ ვყოფილიყავით დამოუკიდებლები, პატივი მივაგო", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

პარტიის გენერალური მდივნის განცხადებით კი, სწორედ 1918 წელს გამოცხადებულმა დამოუკიდებლობამ ჩაუყარა საფუძველი დღევანდელ სახელმწიფოს.

„1918 წლის 26 მაისი არის მნიშვნელოვანი თარიღი - იმ სამმა წელმა შექმნა ჩვენი დამოუკიდებლობის ფუნდამენტი და დემოკრატიის ის ტრადიციები, რომელზეც დგას ჩვენი სახელმწიფო", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.


close დახურვა