logo
ENG



ლელოს წევრზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

05 სექ 202010:59
3 წუთის საკითხავი
 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარტია ლელოს წევრზე ძალადობის ბრალდებით თბილისში, 1988 წელს დაბადებული პირი, ძალადობის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება ავრცელებს.

გამოძიების ვერსიით, დაკავებულმა, 4 სექტემბერს, თბილისში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიის წევრს.

გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა მუხლის "ბ" ქვეპუნქტით.

პარტიის წევრის ცემის შესახებ, ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ Facebook-ის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"ადამიანია ნაცემი, ჩვენი აქტიური მხარდამჭერი - წიხლი ჩააზილეს. აგერ არიან ახლა პატრულის თანამშრომლები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები... როგორც მეუბნება დაზარალებული, არიან მოწმეებიც. ყველამ იცოდეს, ამ საქმეს ბოლომდე ჩავყვები. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა...", - აცხადებს სამუშია.
თავად დაზარალებული, ლელოს ჩუღურეთის რაიონული ორგანიზაციის წევრი კი ამბობს, რომ თავდასხმის მიზეზი ლელოში ყოფნაა.

 


close დახურვა