დღეს, პარტია ლელო საქართველოსთვის მაჟორიტარობის კანდიდატებს წარადგენს. პარტია კანდიდატის წარდგენას თბილისში, ვაკის ოლქშიც აპირებს და ეს, სავარაუდოდ, ლევან კობერიძე იქნება.
შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს, პარტიის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ტვ პირველის ეთერში განაცხადა, რომ სავარაუდოდ, მისი პოლიტიკური გაერთიანება ელენე ხოშტარიას მაჟორიტარობისთვის ბრძოლაში კონკურენტ კანდიდატს არ დაუყენებდა.
"ელენე ხოშტარიას მე ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც მეომარ, თავდადებულ ადამიანს და, არამარტო მე, მართლა სიმპათიით ვარ განმსჭვალული", - ამბობდა მაშინ მამუკა ხაზარაძე.
კობერიძე ლელო საქართველოსთვის წევრი 11 აგვისტოს გახდა.