logo
ENG



ლელო: 3 ივლისის აქციაზე დასასწრებად მოსახლეობას რეგიონებიდან უფასო ავტობუსები ჩამოიყვანენ

02 ივლ 202223:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/02/at84j0hmdgw7vc1.jpg
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ლელო საქართველოსთვის განცხადებით, ხვალ, 20:00 საათზე პარლამენტთან დაგეგმილ აქციაზე დასასწრებად სპეციალურად რეგიონებისთვის, 20-ზე მეტი ქალაქიდან დაიძვრება უფასო ავტობუსები დედაქალაქის მიმართულებით.

როგორც ლელოს განცხადებაშია ნათქვამი, ინფორმაცია საათობრივად განახლდება, დაემატება სხვადასხვა ქალაქები და რაიონული ცენტრები, საიდანაც მოქალაქეებს შეეძლებათ გამოჰყვნენ სპეციალურად გამოყოფილ ავტობუსებს - აქციაზე დასასწრებად.

"3 ივლისს 20:00 საათზე - რუსთაველზე ვიკრიბებით ევროპული მომავლის დასაცავად.

ავტობუსების განრიგი 

  • წალენჯიხა 9:30 | მერიის მიმდებარე ტერიტორია
  • ბათუმი 10:00 | “ლელოს” ოფისი. ფარნავაზ მეფის #46.
  • ზუგდიდი 11:30 | გუბერნიის წინ მოედანი
  • ჩხოროწყუ 12:00 | ცენტრალური მოედანი
  • ხარაგაული 14:30 | კინოთეატრი
  • ჭიათურა 14:30 | ნინოშვილის ქუჩა
  • სამტრედია 14:30 | ჭავჭავაძის ქუჩა
  • ზესტაფონი 15:30 | ცენტრალური მოედანი
  • ტყიბული 14:30 | კარლო ლომიძის მოედანი
  • ლანჩხუთი 13:00 | ჟორდანიას ქუჩა", - წერია ლელოს განცხადებაში.

3 ივლისს, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მასშტაბური აქციაა დაგეგმილი - შინ ევროპისკენ


close დახურვა