logo
ENG



ლელო საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს და სიას ანულებს

10 დეკ 202017:02
3 წუთის საკითხავი
 
2020/12/10/0oaciv003e6te5e.jpg

მამუკა ხაზარაძის თქმით, ლელო საპარლამენტო მანდეტებზე უარს და სიას ანულებს. განცხადება პარტიის ლიდერმა პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.

"ჩვენმა პარტიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გამოვიწვიოთ ჩვენი საპარლამენტო სია, მივმართოთ ცესკო-ს ოფიციალურად და უარი ვთქვათ იმ მანდატებზე, რომელიც მოგვანიჭეს გაყალბებული არჩევნების შედეგად", - განაცხადა ხაზარაძემ.

ლელოს ერთერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის თქმით, პარტია მოლაპარაკებებში მონაწილეობას გააგრძელებს.

ასევე დღეს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ პარტია მანდეტებზე უარს ამბობს და სიას ანულებს.

მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ, 11 დეკემბერს გაიმართება. პირველ სხდომას არ დაესწრება არც ერთი ოპოზიციური პარტია. ამ დროისთვის, მანდატებზე უარს მხოლოდ ალეკო ელისაშვილის პარტია არ ამბობს. ის აცხადებს, რომ მისთვის მისაღები საარჩევნო რეფორმის სანაცვლოდ პარლამენტში შევა. სხვა ოპოზიციური პარტიები მანდატებზე უარის თქმას და სიების განულებას გეგმავენ. 


close დახურვა