logo
ENG



ლემონჯავა: მოდი აქციაზე, კრემლი ივანიშვილის ხელით გვებრძვის

25 ოქტ 202616:07
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/25/gldw39exjnyg42a.png

მეგობრებო,

ხვალინდელ და ყველა შემდეგ აქციასთან დაკავშირებით მინდა გაგიზიაროთ ჩემი აზრი.

ჩვენ ჰიბრიდულ ომში ვართ რუსეთთან. კრემლი ივანიშვილის ხელით გვებრძვის და ამ ეტაპზე მათ აქვთ ერთი მთავარი ამოცანა: მოსპონ იმედი ჩვენში და ჩაგვაგდონ სრულ სასოწარკვეთაში. თუ ამას მიაღწიეს, შემდეგ შეუძლიათ ყველაფერი. ყველაფერი ნიშნავს ჩვენი ისტორიული მიწების მითვისებას, მეტ კორუფციას, საქართველოს ევროკავშირისგან და ნატოსგან საბოლოოდ ჩამოშორებას, კრიმინალის თარეშს, ჩვენი სახელმწიფოს ფაქტობრივ გაუქმებას, ჩვენი ღირსების ფეხქვეშ გათელვას.

თითოეული ჩვენგანი არის მძლავრი იარაღი ამ ომში. საქართველოს ერთეული მოქალაქე, ერთი ცალკეული ადამიანი არის საქართველოს ფარი, ჩვენი ქვეყნის მცველი. თითოეულ ჩვენგანს აქვს შანსი, გახდეს იარაღი მტრის წინააღმდეგ უმარტივესი გზით: უნდა გამოხვიდე გარეთ, დადგე შენი თანამოქალაქის გვერდით და აჩვენო სიმრავლე. უნდა აჩვენო, რომ ჩვენ, როგორც კოლექტიური ერთეული, ვერ დაგვანგრიეს, ერად არსებობის უნარი ვერ მოგვისპეს, იმედი ვერ დაგვაკარგინეს, უნდა აჩვენო, რომ აქაურობა ხალხისაა, ჩვენია.

ხვალ ჩვენ მტერი შემოგვხედავს და მნიშვნელოვანია რას დაინახავს: დასუსტებულ, დაძენძილ და დაქსაქსულ ქსოვილს, თუ ამაყად, ერთად, მძლავრად მდგარ ქართულ საზოგადოებას.

ვიცი, რომ ბრძოლა მძიმეა, ვიცი, რომ ადვილი არ არის, ვიცი, რომ გაიწელა, მაგრამ ჩვენ ორი სამშობლო არ გვაქვს. ამ ბანძებს ჩვენს წარსულს, აწმყოს და მომავალს ვერ დავანებებთ.

მოდი აქციაზე!


close დახურვა