როკი, ფანკი, ბლუზი, სოული - ქართველი მსმენელის წინაშე, ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი ლენი კრავიცი წარსდგება. გრანდიოზული კონცერტი 31 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
ცნობილი როკ-მუსიკოსი მსოფლიო ტურნეს სწორედ საქართველოდან იწყებს. ქართველი მსმენელები ბილეთების შეძენას 18 დეკემბრიდან შეძლებენ. კონცერტი საქართველოს ბანკისა და სოლოს ორგანიზებით იმართება.