logo
ENG



ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ესიერთან მისასვლელი გზა აღდგა

22 აგვ 202023:26
3 წუთის საკითხავი
 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ესიერთან მისასვლელი გზა აღდგა. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება, საკვები პროდუქტები და მედიკამენტები დაურიგდა.

"მძიმე ტექნიკა უწყვეტ რეჟიმში მუშაობს რათა დროულად მოხერხდეს დანარჩენ სოფლებთან დამაკავშირებელი გზის აღდგენა,მანამდე კი მოსახლეობა შემოვლითი საფეხმავლო ბილიკებით სარგებლობს.

მაშველებმა დაზიანებულ ხიდთან ბაგირი გააბეს და ადგილობრივები საცხოვრებელ სახლებში გადაჰყავთ",-ნათქვამია განცხადებაში.

ლენტეხის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ლასკადურა ადიდდა,  ძლიერი წვიმის შედეგად, ჩოლურის თემის 5 სოფელი - დურაში, ტვიბი, ესიერი, საყდარი და მუწდი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. წაღებულია საავტომობილო და საფეხმავლო გზები. დაზიანდა სამი ხიდი. ამ სოფლებთან მხოლოდ სატელეფონო კავშირი არსებობს.

 


close დახურვა