logo
ENG



ლერმონტოვის ქუჩაზე შენობის დემონტაჟის დროს სამი მუშა ნანგრევებში მოყვა

08 აპრ 202011:30
3 წუთის საკითხავი
 

თბილისში, ლერმონტოვის ქუჩაზე ავარიული შენობის დემონტაჟის დროს მუშები დაშავდნენ. ისინი შენობის ერთ-ერთი კედლის ჩამონგრევის შედეგად, ნანგრევებში მოყვნენ.

როგორც „ფორმულას“ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა სამივე მათგანი დროულად ამოიყვანეს ნანგრევებიდან. ერთ-ერთ მათგანს ადგილზე აღმოუშინეს დახმარება, დანარჩენი 2 კი ასევე მსუბუქი დაზიანებებით "ალადაშვილის კლინიკასა" დ "ნიუ ჰოსპიტალში" გადაიყვანეს. 

"ლერმოტოვის ქუჩა არის გუდიაშვილის პროექტის მიმდებარე ტერიტორია. შენობა იყო მძიმე ავარიულ მდგომარეობაში და ხორციელდებოდა ერთ-ერთი ფლიგელის დემონტაჟი. ამ დროს დაშავდნენ მუშები. ორი მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი და სიცოცხელსთან შეუსაბამო ნიშნები არ აღენიშნებათ. მსუბუქი დაჟეჟილობები აქვთ. ხოლო ერთი მუშა ადგილზე შეამოწმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ",- აცხადებს თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი ალექსანდრე ტოგონიძე.

მუნიციპლაური სამსახურის თანამშრომის თქმით მუშების მდგომარეობა სტაბილურია და მათ აღენიშნებათ მხოლოდ მსუბუქი დაზიანებები. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მუხლით დაიწყო გამოძიება და როგორ გაგრძელდება ის.


close დახურვა