logo
ENG



ლვივის მერი: რეგიონში თითქმის ყველა ელექტრო ქვესადგური განადგურდა

14 თებ 202315:57
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/14/mp1g5y38czco22i.jpg

ლვივის მერის, ანდრეი სადოვის განცხადებით, რუსული ძალების მხრიდან ლვივის დაბომბვის შედეგად, რეგიონში თითქმის ყველა ელექტრო ქვესადგური განადგურდა.

"მტრის დაბომბვის შედეგად, ლვივის რეგიონში თითქმის ყველა ელექტრო ქვესადგური განადგურდა. სხვა დაზიანებული ობიექტების უმეტესი ნაწილი ვერ აღდგება.  ქალაქსა და რეგიონში კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დანგრეულია.

თითოეულ ამ ობიექტს თავისი მფლობელი ჰყავს, ეს არის სახელმწიფო დაწესებულებები, ამ ობიექტების ნაწილი ჯერ კიდევ ფუნქციონირებს, უმეტესობა, სამწუხაროდ, ვერ აღდგება, ამიტომ ყველაფერს ხელახალი აშენება სჭირდება", - თქვა ლვივის მერმა.  

10 თებერვალს, მასიური სარაკეტო თავდასხმის დროს, რუსულმა რაკეტებმა ლვივის რეგიონის ინფრასტრუქტურა კიდევ ერთხელ დააზიანა. ამასთან, რეგიონის მოსახლეობას ელექტროენერგია გაეთიშა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა