ლვივში აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაციას ქალაქის მერი, ანდრეი სადოვი ავრცელებს.
"ლვივში აფეთქებების ხმა ისმის. დარჩით თავშესაფრებში", - წერს ქალაქის მერი Facebook-ზე.
უკრაინულ მედიასთან საუბრისას მოსახლეობა 5 აფეთქების შესახებ იუწყება.
მერის განცხადებით, სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამი ელექტრო ქვესადგური დაზიანდა. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ორი სატუმბი სადგური, რომლებიც საცხოვრებელ კორპუსებს წყლის მომარაგებით უზრუნველყოფდნენ.
"ჩვენ აღვადგენთ წყალმომარაგებას ენერგიის ალტერნატიული წყაროებით“, - წერს მერი.