ლვოვის რეგიონალური ადმინისტრაციის ცნობით, ოკუპანტებმა ლვოვში 8 რაკეტა ისროლეს.
რუსულმა ჯარებმა ავიაიერიში მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრზე განახორციელეს.
ინფორმაცია მსხვერპლების შესახებ ზუსტდება.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ლვოვში აფეთქებები რუსეთის მიერ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველად მოხდა.
რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა. უკვე 18 დღეა, ქვეყანაში ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს. ლტოლვილად იქცა 2 მილიონამდე ადამიანი.