logo
ENG



ლვოვის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა

18 აპრ 202215:04
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/18/juf50tqb9rt1116.jpg

რეგიონის სამხედრო გუბერნატორის, მაქსიმ კოზიცკის თქმით, დასავლეთ უკრაინის ქალაქ ლვოვში რუსული ძალების მიერ ოთხი სარაკეტო დარტყმის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 11 კი დაშავდა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ მსხვერპლი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან სამაშველო სამუშოები გრძელდება.

“ნანგრევების დემონტაჟი ჯერ კიდევ მიმდინარეობს, ამიტომ რიცხვები საბოლოო არ არის. სამი ადამიანი მძიმედაა დაშავებული, ბავშვი მსუბუქად. სამი რაკეტა საწყობებს მოხვდა, მეოთხე კი საბურავების სარემონტო მაღაზიას”, - განაცხადა კოზიცკიმ.

ლვოვს 5 რაკეტა 18 აპრილს, დილით ესროლეს.

ქალაქის მერის, ადნრეი სადოვიის თქმით, სარაკეტო დარტყმის შედეგად რვა საცხოვრებელი კორპუსისა და სკოლის მინები ჩაიმსხვრა.


close დახურვა