ლიბიაში რუსული კერძო სამხედრო კომპანიის "ვაგნერი" 2 000 მებრძოლი იმყოფება, - ამის შესახებ განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა ტუნისში ვიზიტისა დროს გააკეთა.
რეჯეფ თაიპ ერდოღანმა, რომელიც ლიბიაში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებისთვის ტუნისში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა, ასევე განაცხადა, რომ რუსების გარდა ლიბიაში 5 ათასამდე სუდანელი დაქირავებული მებრძოლიც იმყოფება.
მისი თქმით, ლიბიაში დაძაბულობა გავლენას აფრიკის რეგიონის ყველა ქვეყანაზე ახდენს. ტუნისელ კოლეგასთან მან ცეცხლის შეწყვეტისა და პოლიტიკური პროცესის დაწყების შესაძლებლობა განიხილა.