logo
ENG



ლიბიის მეამბოხე გენერალი თურქეთის პრეზიდენტს ომის პროვოცირებაში ადანაშაულებს

04 იან 202013:45
3 წუთის საკითხავი
 
1ud0gotxki77vap.jpg

ლიბიის მეამბოხე გენერალი თურქეთის პრეზიდენტს ომის პროვოცირებაში ადანაშაულებს. განცხადება მარშალმა ხალიფ ჰაფთარმა მას შემდეგ გააკეთა, რაც თურქეთის პარლამენტმა ლიბიაში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.

ჯარის გაგზავნისა და დახმარების თხოვნით ოფიციალურ ანკარას ლიბიის გარდამავალმა მთავრობამ მიმართა, რომელიც მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის შუამავლობით შეიქმნა.

თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას მეამბოხე გენერლის მხარდამჭერების მხრიდან საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. მარშალმა კი ანკარის ეს ნაბიჯი  უცხოურ ინტერვენციად შეაფასა და საკუთარ მომხრეებში საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადა. 


close დახურვა