logo
ENG



ლიეტუვამ ალექსანდრ ლუკაშენკოს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

20 აგვ 202001:29
3 წუთის საკითხავი
 
glyvemx4ivsr069.png

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო იმ პირთა სიაში შეიყვანა, რომლებსაც ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გუშინ ლიეტუვამ, ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალურად აღიარებაზე უარი განაცხადა და ალექსანდრ ლუკაშენკოს ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა.

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბალარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება. არჩევნების შედეგები თავისუფალი სამყაროს არც ერთ სახელმწიფოს არ უღიარებია. 

დღეს ევროპული საბჭოს სხდომაზე არჩევნების შედეგები არ ცნო ევროკავშირის წევრმა არც ერთმა ქვეყანამ. ევროკავშირი პერსონალურ სანქციებს გეგმავს იმ პირების წინააღმდეგ, ვინც ძალადობაზე, რეპრესიებსა და არჩევნების გაყალბებაზე არიან პასუხისმგებელნი. 

ცესკოს პირველადი მონაცემებით, ლუკაშენკომ არჩევნებზე 80.23% მოიპოვა. ლუკაშენკოს მთავარმა ოპონენტმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ 10%-ს მოპოვება შეძლო. 

ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ისინი პირველად შედეგებს აპროტესტებდნენ. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება.

მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ანტისამთავრობო აქციებზე ან იქ მიღებული დაზიაებების შედეგად 4 ადამიანია დაღუპული, ხოლო 7 ათასი ადამიანი დაკავებული. 

 


close დახურვა