ლიეტუვამ საზღვარზე ფოლადის კედლის მშენებლობა დაიწყო, რომელმაც ბელარუსიდან მომავალი მიგრანტების ნაკადი უნდა შეაკავოს.
ევროკავშირი ბელარუსს ადანაშაულებს, რომ ის მიზანმიმართულად არ აკავებს მიგრანტებს და საკუთარი ტერიტორიის გავლით ევროპის ქვეყნებში უშვებს.
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრ ლუკაშენკო ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ევროკავშირის სანქციების გამო რესურსები მცირდება, რის გამოც მიგრანტებს ვეღარ შეაკავებს.
ბელარუსის მოსაზღვრე სამი ქვეყანა - ლიეტუვა, ლატვია და პოლონეთი - მავთულხლართს ავლებენ. გასულ კვირას კი ლიეტუვამ 3,4 მეტრის სიმაღლის ფოლადის კედლის აღმართვა დაიწყო.
"ალბათ, შეუძლებელია სრულად დაუძლეველი კედლის აშენება, ამიტომაც მგონია, რომ ამ კედლის გადალახვაც შესაძლებელი იქნება. თუმცა ეს დიდ დროს წაიღებს და მოქმედებას შევძლებთ", - განაცხადა ლიეტუვის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა, ვირგილიუს რაუგალემ.
მომავალი წლის სექტემბრისთვის 500-კილომეტრიანი კედლის ასაშენებლად ლიეტუვამ 150 მილიონი ევრო გამოყო. კედელს დაემატება სამმეტრიანი მავთულხლართი და ვიდეოკამერები.
წლის დასაწყისიდან აგვისტომდე ბელარუსიდან ლიეტუვაში 4 000 მიგრანტი გადავიდა. დაახლოებით, 5 600 მიგრანტს ქვეყანაში შესვლის საშუალება არ მისცეს.