logo
ENG



ლიეტუვამ რუსეთის ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა და ერთ-ერთ საკონსულოს ხურავს

04 აპრ 202219:10
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/04/eu65qwc49uqb4o3.jpg

ლიეტუვამ რუსეთის ელჩს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ინფორმაცია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზე გავრცელდა.

გარდა ამისა, ლიეტუვის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყანაში სიდიდით მესამე ქალაქში - კლაიპედში რუსეთის საკონსულო დახუროს.

"რუსული დიპლომატიის არაკონსტრუქციული როლის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება საკონსულო დავხუროთ... ლიეტუვა, უკრაინას და უკრაინელ ხალხს სრულ სოლიდარობას უცხადებს, ამიტომ ქვეყანაში რუსული დიპლომატიის წარმომადგენლობას ამცირებს", - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

მისივე თქმით, "ლიეტუვა მკაცრად გმობს რუსი სამხედროების მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ქალაქებში ჩადენილ სისასტიკეებს, მათ შორის საშინელებებს, რაც ბუჩაში მოხდა და რაც აუცილებლად შევა დანაშაულებების სიაში, რომელიც ევროპის ტერიტორიაზე განხორციელდა".

"სხვა ქალაქებში, რომელიც გათავისუფლდება, ჩვენ შეიძლება ასევე ვნახოთ ომის სხვა დანაშაულებებიც. რუსეთის მიერ ჩადენილი ყველა სამხედრო დანაშაული უკრაინაში არ იქნება დავიწყებული", - თქვა ლანდსბერგისმა.


close დახურვა