logo
ENG



ლიეტუვა: საქართველოს საარჩევნო დარღვევებისა და ინციდენტების გამოძიებისკენ მოვუწოდებთ

01 ნოე 202020:26
3 წუთის საკითხავი
 
z18njn8zn8lwukr.jpg

ლიეტუვა საქართველოს არჩევნებს ეხმაურება და მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოიძიოს დარღვევის ფაქტები და არჩევნებზე მომხდარი ინციდენტები. განცხადებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

"საერთაშორისო დამკვირვებლების მიხედვით, არჩევნები იყო კონკურენტული, საერთო ჯამში, ფუნდამენტური უფლებები და დემოკრატიული სტანდარტები იყო დაცული. მიუხედავად ამისა, იყო გარკვეული დარღვევები და ინციდენტები, რისი გამოიძიებისკენ მოგიწოდებთ.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებსა და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მხედველობაში მიიღონ საერთაშორისო დამკვირვებლების აღნიშვნები, რათა არჩევნების მეორე ტურის ჩატარებასა და მის შედეგებში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობდეს", - წერია განცხადებაში. 

ეუთო/ოდირის შეფასებით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საერთო ჯამში, ფუნდამენტური უფლებები დაცული იყო. თუმცა, საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებით, პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობა შეამცირა ზეწოლის შესახებ ცნობებმა და მმართველ პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარის წაშლამ.

ორგანიზაციის განცხადებით, არჩევნები ჩატარდა არსებითად შეცვლილ საკანონმდებლო ჩარჩოს ფარგლებში, რომელიც ფართო საზოგადოებრივი კონსულტაციების შემდეგ იქნა მიღებული და რომელმაც მოიტანა საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება, თუმცა, საჭიროა დამატებითი, შემდგომი ძალისხმევა ხარვეზების გასასწორებლად. 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილია ხმების 98.34% -  3 783 უბანი. 

მონაცემების მიხედვით: 

ქართულმა ოცნებამ ხმების 48,07% მიიღო

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ - 27,12% 

ევროპული საქართველო - 3,78%; 

პატრიოტთა ალიანსი - 3,18%

ლელო - 3,16%

სტრატეგია აღმაშენებელი - 3,15%

გირჩი - 2,9%

ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები - 1,34%

ლეიბორისტული პარტია - 1%

ოპოზიცია ცესკოს მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადების შემდეგ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს. პარლამენტის წინ ოპოზიციური პარტიები საპროტესტო აქციას მართავენ, სადაც მთავარი მოთხოვნა რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა. 


close დახურვა