ლიეტუვა და ლატვია ოკუპირებულ ცხინვალში გამართულ არასამართლებრივ ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებს გმობენ და მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენულობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
ამის შესახებ მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროები ტვიტერზე წერენ.
„ლიეტუვა არ აღიარებს ე.წ „საპრეზიდენტო არჩევნების“ ლეგიტიმურობას, რომელსაც არალეგალურად ოკუპირებულ საქართველოს ცხინვალი/ სამხრეთ ოსეთის რეგიონში რუსეთის ფედერაცია მართავს. ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენულობის მიმართ“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
#Lithuania does not recognize the legitimacy of the so-called „presidential elections“ organised under the illegal occupation of Tskhinvali/South Ossetia region of #Georgia by the Russian Federation. Strong support for the territorial integrity and sovereignty of Georgia.
"ლატვია არალეგალურად მიიჩნევს და არ აღიარებს ე.წ „საპრეზიდენტო არჩევნებს“ რომელიც 10 აპრილს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ცხინვალის რეგიონში იმართება. ლატვია მხარს უჭერს საქართველოს სუვერენულობასა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - ტვიტერზე წერს ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
Latvia considers as illegal and does not recognize the so-called “presidential elections” held on 10 April in Georgia’s #Tskhinvali region occupied by Russia. Latvia supports the sovereignty & territorial integrity of #Georgia within its internationally recognized borders.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ე.წ არჩევნებში 5 კანდიდატი მონაწილეობს. მათ შორის, საოკუპაციო რეჟიმის მოქმედი დე ფაქტო ლიდერი, ანატოლი ბიბილოვი. ბიბილოვის დაპირება ორი ე.წ რეფერენდუმის ჩატარებაა - პირველი შეეხება რუსეთის შემადგენლობაში შესვლას, ხოლო მეორე - ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანებას.
ბიბილოვის გარდა, ე.წ საპრეზიდენტო კანდიდატები ასევე არიან "პარტია ნიხას-ის" ლიხერი, ალან გაგლოევი, ე.წ პარლამენტის ყოფილი ე.წ დეპუტატი დმიტრი ტასოევი, მოქმედი ე.წ დეპუტატი გარი მულდაროვი და ე.წ პარლამენტის ვიცე სპიკერი ალექსანდრ ლიევი.
ე.წ საარჩევნო უბანი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გარდა მოსკოვსა და ოკუპირებულ სოხუმშიც გაიხსნა.
რეგისტრირებულია 32 ათასი "ამომრჩეველი".