logo
ENG



ლიეტუვის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინის NATO-ს წევრად მიწვევას

07 აპრ 202301:23
3 წუთის საკითხავი
 
2023/04/07/nlvn4684tmbefok.jpg
M. Zinkevičius

ლიეტუვის პარლამენტმა ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომელიც ასახავს ქვეყნის მისწრაფებას, რომ უკრაინა NATO-ს წევრად ოფიციალურად მიიწვიონ.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ "საჭიროა უკრაინის NATO-ში წევრ სახელმწიფოდ მიწვევა" და უკრაინას ვილნიუსში NATO-ს სამიტზე იწვევენ, "რათა ხელი მოეწეროს წევრობის პროტოკოლს და დაიწყოს რატიფიკაციის პროცესი მას შემდეგ, რაც გარემოებები ამას შესაძლებელს გახდის".

რეზოლუციის მიხედვით, ეს იქნება NATO-ს სტრატეგიული გადაწყვეტილება უკრაინასა და ევროპაში მშვიდობის დამყარების მიზნით.

„ჩვენ ვეწინააღმდეგებით უსაფრთხოების ნაცრისფერ ზონებს. გვინდა რომ, დავამტკიცოთ, რომ მცდარია თეზისი, რომ რუსეთს აქვს უკრაინის წევრობაზე ვეტოს დადების უფლება. ვფიქრობთ, უკრაინა ჩვენს უსაფრთხოებაში წვლილს შეიტანს, NATO-ს გააძლიერებს“ - წერია რეზოლუციაში.

 

 

close დახურვა