logo
ENG



ლიეტუვის სეიმმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც EU-ს ოცნების ლიდერების სანქცირებისკენ მოუწოდებს

06 დეკ 202412:04
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/06/u8no224uxsjumh8.jpg

ლიეტუვის სეიმმა 5 დეკემბერს საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომლითაც მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას გმობს და აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არასამართლიანი იყო.

რეზოლუციას მხარი 109 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ ერთი დეპუტატი იყო.

ამასთან, რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირსა და მის წევრ სახელმწიფოებს, პერსონალური სანქციები დააწესონ საქართველოს ოფიციალურ პირებსა და პოლიტიკურ ლიდერებზე, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად არიან პასუხისმგებელი ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის ძალადობრივ რეპრესიებზე.

გარდა ამისა, მოწოდებაა EU-ის მიმართ, შეზღუდოს ოფიციალური კონტაქტები ევროკავშირის დონეზე საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან, შეაჩეროს საქართველოს მთავრობისა და ხელისუფლების ფინანსური მხარდაჭერა და გაზარდოს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი მედიის მხარდაჭერა.

რეზოლუცია ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს რუსული კანონი, უზრუნველყოს მოქალაქეების შეკრების უფლება და თავი შეიკავოს მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის გაუმართლებელი გამოყენებისგან.

"[სეიმი] მტკიცედ გმობს საქართველოს მთავრობის ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ თბილისსა და ქვეყნის სხვა ნაწილებში, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების დაშინებას, და მომიტინგეების უკანონო დაკავებას. ასევე, რუსული პროპაგანდის დეზინფორმაციის სისტემატურ გავრცელებას მმართველი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ", - ნათქვამია რეზოლუციაში.


close დახურვა