logo
ENG



ლიიმეტისი: ესტონეთი მზადაა, ერთი წლის განმავლობაში რუსული გაზის იმპორტი სრულად შეწყვიტოს

07 აპრ 202221:28
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/07/xudn4rs05dmom8y.jpg

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ევა-მარია ლიიმეტის განცხადებით, ოფიციალური ტალინი მზადაა, ერთი წლის განმავლობაში რუსული გაზის იმპორტი სრულად შეწყვიტოს.

ლიიმეტის თქმით, ბუჩაში განვითარებულმა მოვლენებმა მათ გადაწყვეტილებაზე სერიოზული გავლენა იქონიეს. როგორც მინისტრმა CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, სამწუხაროა, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან ევროკავშირმა რუსული ენერგიისთვის 35 მილიონი ევრო გადაიხადა.

მისვე შეფასებით, ეს თანხა "არაპროპორციულად დიდია" უკრაინის ფინანსურ დახმარებასთან შედარებით.

"ჩვენ სწრაფად მივიწევთ ამ გადაწყვეტილებების გააქტიურებისკენ, რომ დავასრულოთ ფულადი ნაკადების მოძრაობა რუსეთის მიმართულებით", - თქვა მან.

მანამდე, ქვეყნის ეკონომიკისა და კომუნიკაციების სამინისტრომ განაცხადა, რომ ესტონეთი და ფინეთი რუსეთზე დამოკიდებულების დასასრულებლად თხევადი გაზის იჯარით აღებას დათანხმდნენ.


close დახურვა