ლისის გზაზე მომხდარ ავარიაში ბრალდებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.
პოლიციელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
30 აგვისტოს ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის მანქანა არასრულწლოვანს დაეჯახა, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა.