სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, რომ ქვემო ქართლში მცხოვრებ მოსახლეობს ეგზავნება დეზინფორმაცია, რომ კარანტინის რეჟიმი დასრულდა.
„სოციალური ქსელებით და სატელეფონო შეტყობინებებით ქვემო ქართლში მცხოვრებ მოსახლეობს ეგზავნება დეზინფორმაცია, რომ კარანტინის რეჟიმი დასრულდა, რაც სიცრუეა!!!
ძვირფასო მოქალაქეებო, მოვუსმინოთ ინფორმაციის ოფიციალურ წყაროებს, მივყვეთ რეკომენდაციებს და ნუ ავყვებით დეზინფორმაციას“, - წერს ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან 30 აპრილამდე საქართველოში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული.