logo
ENG



ლომჯარია მელიასთან შეხვედრის შემდეგ: მთხოვა მისი მეგობრებისთვის გადმომეცა, რომ ყოჩაღად არის

23 თებ 202122:20
3 წუთის საკითხავი
 
ლომჯარია მელიასთან შეხვედრის შემდეგ: მთხოვა მისი მეგობრებისთვის გადმომეცა, რომ ყოჩაღად არის

სახალხო დამცელი ნინო ლომჯარია რუსთავის ციხეში დაკავებულ ნიკა მელიას შეხვდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ მელიას პირობები მოინახულა. მისივე ცნობით, როგორც ბრალდებულმა უთხრა, მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. 

"ნიკა მელია საკმაოდ ოპტიმისტურად იყო, აინტერესებდა მიმდინარე მოვლენები. არ აქვს ტელევიზორი და დააყენა ეს მოთხოვნა. მოპყრობასთან და პირობებთან პრეტენზიები არ დაუფიქსირებია. მთხოვა მეგობრებისთვისაც გადმომეცა, რომ თავს გრძნობს ყოჩაღად", - ამბობს ნინო ლომჯარია. 

დღეს, 23 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის ოფისში სპეციალური დანიშნულების რაზმი შეიჭრა და ნიკა მელია ძალის გამოყენებით აიყვანეს. სპეცრაზმმა შენობაში მყოფი მოქალაქეებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა.

 


close დახურვა