logo
ENG



ლომჯარია შაქარაშვილის საქმეში ალტერნატიული ექსპერტის ჩართვას არ გამორიცხავს

24 ივლ 202008:23
3 წუთის საკითხავი
 

შაქარაშვილის საქმეში სახალხო დამცველი ალტერნატიული ექსპერტის ჩართვას არ გამორიცხავს. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ საქმეში ბევრი ბუნდოვანებაა. მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატს უკვე მრავალი კითხვა გაუჩნდა, როგორც მოწმეების ჩვენებებთან, ისე საქმის ეფექტურად გამოძიებასთან დაკავშირებითაც. სახალხო დამცველის აპარატი გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეცნობა, ხვდება როგორც ბრალდებულებს ასევე დაზარალებულებსაც და გარემოებებს შეისწავლის. 

„გვაქვს შეკითხვები, როგორც გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებით, ასევე რამდენად დაისვა ყველა ის შეკითხვა, რაც ბუნებრივად შეიძლება ყოფილიყო გაჩენილი ამ ჩვენებებიდან გამომდინარე. არის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები, ან ჩვენებები, რომლებიც უბრალოდ საეჭვოა და საჭიროებს გადამოწმებას. ამიტომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ უახლოეს დღეებში გვექნება ჩვენი პოზიციები.

გავეცნობით დასკვნას და თუ შესაძლებელი იქნება მოვიძიებთ ალტერნატიულ ექსპერტს, რომელმაც შესაძლებელია მოგვცეს კვალიფიციური შეფასება აღნიშნულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სალომე ლომჯარიამ.

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მის ცხედარს 22 ივნისს მიაკვლიეს მდინარე არაგვში.

სამედიცინო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით - ამ დასკვნის შემდეგ გამოძიება გადაკვალიფიცირდა და დაემატა განზრახ, დამამძიმებელ გარემოებებში, მკვლელობის მუხლიც.

ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული.


close დახურვა