logo
ENG



ლონდონის პოლიციამ დემონსტრაციებამდე ერთი დღით ადრე ახალი შეზღუდვები დააწესა

13 ივნ 202012:30
3 წუთის საკითხავი
 

ბრიტანეთის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავოს დღეს და ხვალ რასიზმის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციებში მონაწილეობისგან. ლონდონის პოლიციამ დემონსტრაციების წინ ახალი შეზღუდვები დააწესა.

პირობების თანახმად, მსვლელობები ადგილობრივი დროით 5 საათზე დასრულებული უნდა იყოს. პოლიცია ასევე მოუწოდებს მოქალაქეებს, არ ჩავიდნენ ლონდონში და საკუთარი პროტესტი სხვა გზებით გამოხატონ. შეზღუდვები გასულ კვირას მომხდარი არეულობის ფონზე შემოიღეს. აქციაზე შეტაკების შედეგად 27 სამართალდამცველი დაშავდა. პოლიცია ასევე ვარაუდობს, რომ დემონსტრანტების სამიზნე შესაძლოა უინსტონ ჩერჩილის ქანდაკებაც გახდეს, რის გამოც ძეგლის გარშემო დამცავი ბარიერები აღმართეს. 


close დახურვა