logo
ENG



ლონდონში ბორის ჯონსონის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დარჩენას აპროტესტებენ

14 დეკ 201912:46
3 წუთის საკითხავი
 
gsmyahkrnot3ln9.jpg

ლონდონში ბორის ჯონსონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დარჩენას აპროტესტებენ. საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ასობით ადამიანი ქუჩებში გამოვიდა.

მომიტინგეებმა დაუნინგ-სტრიტის ათ ნომერთან მიახლოება სცადეს, სადაც ბორის ჯონსონის სიტყვით გამოსვლა იყო დაგეგმილი. თუმცა პოლიციამ მსვლელობის მონაწილეებს გზა გადაუღობა, რასაც შეტაკებები მოჰყვა.

პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად დაშავდა რამდენიმე ადამიანი, არიან დაკავებულებიც. აქციის ფონზე არჩეულმა პრემიერმა მოსახლეობას დაპირისპირების დასრულებისკენ მოუწოდა და პირობა დადო, რომ ბრიტანეთი ევროკავშირს 31 იანვარს დატოვებს.

ბორის ჯონსონი პრემიერის რანგში პირველი ვიზიტით ინგლისის ჩრდილოეთ რეგიონებში მიემგზავრება. 


close დახურვა