logo
ENG



ლუაზო: უნდა დავამტკიცოთ, რომ ქართველ ხალხს ტყუილად არ აქვს ჩვენი იმედი

17 დეკ 202415:59
3 წუთის საკითხავი
 
2024/12/17/2mqb9y3fp0pate3.png

ძვირფასო კოლეგებო, დავყრუვდით და არ გვესმის, რას ამბობენ დემონსტრანტები საქართველოში უკვე ამდენი დღეა? მე გეტყვით, მე მათ შევხვდი - არჩევნები მოიპარეს, როგორც მათი მომავალი და თავისუფლება - მათი ოცნებაც მოიპარეს.

ქართული ოცნება მუდმივად იმეორებს, რომ საქართველო ევროპაა და არა რუსეთი. თუმცა ჩვენ ვხედავთ რეპრესიებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ჟურნალისტების ცემასა და ოპოზიციონერების დაპატიმრებას.

ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის თავზე ღრუბლები იკვრება და ნუთუ არ შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ მათ და ხელი შევუშალოთ ოცნებას. ქალბატონი ზურაბიშვილი, რომელიც პრეზიდენტმა მეცოლამ სტრაზბურგში დაპატიჟა, იბრძვის თავისი ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის. საქართველოს ადგილი ევროპული დემოკრატიების ოჯახშია და სალომე ზურაბიშვილი პლენარულ სხდომაზეც ამაზე ისაუბრებს. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ მათ ტყუილად არ აქვთ ჩვენი იმედი.
 


close დახურვა