ლუიზიანის შტატში მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ავარიულად დაშვება მსუბუქი თვითმფრინავის მფრინავმა აფრენიდან რამდენიმე წუთში სცადა, თუმცა ელექტროგადამცემ გაყვანილობას გამოედო. მომხდარის შედეგად ბორტზე ცეცხლი გაჩნდა. თვითმფრინავი სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე ჩამოვარდა.
დაშავებულია ორი ადამიანი, რომელიც ამ დროს შემთხვევის ადგილას იმყოფებოდა. მომხდარის მიზეზი უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.