ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, "თუ უკრაინა ბელარუსის წინააღმდეგ ესკალაციას გააგრძელებს, მინსკი მათ უპასუხებს".
ლუკაშენკოს თქმით, უკრაინა ბელარუსის საზღვრებს არღვევს.
"ისინი აპირებდნენ პროვოკაციებს 23-24 თებერვალს, ჩვენ ეს პროვოკაცია თავიდან ავიცილეთ, ამაზე ადრეც ვსაუბრობდი. ისინი არღვევენ ჩვენს სახელმწიფო საზღვარს - საფრენი აპარატებით, ვერტმფრენებით და ასე შემდეგ", - განაცხადა ლუკაშენკო.
მანამდე ლუკაშენკო ამტკიცებდა, რომ "დასავლეთი ვერ შეძლებს ბელარუსის ომში ჩათრევას". "ჩვენ არ ვაპირებთ ამ ოპერაციაში ჩაბმას, რომელსაც რუსეთი უკრაინაში აწარმოებს".
აღსანიშნავია, რომ ომის დაწყებიდან უკრაინის ტერიტორიები რუსების მიერ ბელარუსის ტერიტორიიდან არაერთხელ დაბომბილა. 1-ელ მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბელარუსი სამხედროები უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქში შევიდნენ. ამასთან, რუსულ ჯარს ბელარუსის ტერიტორია უკრაინაში შესაღწევად არაერთხელ გამოუყენებია.