ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებით, 2020 წელს, NATO-ს ბელარუსის დაპყრობა სურდა.
"თქვენ [დასავლეთი ომისთვის] ემზადებოდით და უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებთ ამ ფაქტებს, თუ როგორ აპირებდნენ დასავლეთის ქვეყნები 2020 წელს, ბელარუსში საპროტესტო აქციების შემდეგ ბელარუსის დაპყრობას.
თუ სიტუაცია განვითარდება და მიაღწევენ სმოლენსკის ოლქის საზღვრებს, NATO და მისი ჯარები ძალაუფლებას წაგვართმევენ, დონბასიდან დაიწყებენ ომს რუსეთთან", - თქვა ბელარუსის პრეზიდენტმა.
3 დეკემბერს, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსისა და რუსეთის შეიარაღებული ძალები გადიან წვრთნებს, როგორც ერთიანი ჯარი. მისი თქმით, "არავის შეშინებას აპირებს" და "მითუმეტეს ეს გეგმაში არც რუსეთს აქვს". ამასთან, მან აღნიშნა, რომ თითქოს "ომი უკრაინაში მხოლოდ დასავლეთს სურს".
4 ოქტომბერს, ლუკაშენკომ თქვა, რომ "სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში" მონაწილეობს, მაგრამ კონფლიქტის ზონაში თავის სამხედროებს არ უშვებს. მან ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსი ჩართულია, რათა არ დაუშვას საკუთარ ტერიტორიაზე კონფლიქტის გავრცელება.