დარწმუნებული ვარ, საქართველო გააგრძელებს მდგრადი განვითარების, სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისა და მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესების გზით სვლას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის პროგრესს და საერთაშორისო ასპარეზზე მისი ავტორიტეტის ზრდას.
იმედი მაქვს, მინსკსა და თბილისს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობა ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ კიდევ უფრო გააქტიურდება, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში.
