ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სამშობლოდან დევნილი, სვეტლანა ტიხანოვსკაია ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"თბილი მილოცვა საქართველოს ხალხს დამოუკიდებლობის დღეს!
ბელორუსელებს და ქართველებს ერთი და იგივე ხედვა აქვთ: იცხოვრონ როგორც თავისუფალმა, სუვერენულმა ევროპულმა ერებმა, შიშის, ჩაგვრისა და უცხოური ბატონობის გარეშე.
თავისუფლება ყოველთვის გაიმარჯვებს", - წერს ტიხანოვსკაია სოციალურ ქსელში და რუსთაველის გამზირზე, აქციის ფოტოს აქვეყნებს.
