ალექსანდრ ლუკაშენკო ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები ბელარუსის მონაწილეობის გარეშე ვერ იქნება. ამის შესახებ მან უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
"უბრალოდ მინდა, პირველად მოგახსენოთ ჩვენი პოზიცია, რომელიც მიწოდებულია საგარეო საქმეთა მინისტრისთვის და დავალებულია სამინისტრო, ის აღასრულოს. არ შეიძლება [რუსეთ-უკრაინის] მოლაპარაკებები ბელარუსის მონაწილეობის გარეშე. ვინაიდან ჩაგვრთეთ ამაში, პირველ რიგში დასავლურმა ქვეყნებმა, მოლაპარაკებებზე, ბუნებრივია, უნდა გაჟღერდეს ბელარუსის პოზიცია", - განაცხადა ლუკაშენკომ.
დასავლური ქვეყნები მიიჩნევენ, რომ უკრაინაში შეჭრისთვის რუსეთი ბელარუსს პლაცდარმად იყენებს. ლუკაშენკო უკრაინაში შეჭრას ამართლებს და რუსეთის პოზიციას იზიარებს. ომის დაწყების გამო რუსეთის გარდა, სანქციები ბელარუსსაც დაუწესდა.