logo
ENG



ლუკაშენკო საკუთარ რეზიდენციასთან ისევ იარაღით ხელში გამოჩნდა

30 აგვ 202020:19
3 წუთის საკითხავი
 
2lzvcn1x8fw860r.png

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, მინსკში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო აქციის პარალელურად, საკუთარ რეზიდენციასთან ისევ იარაღით ხელში გამოჩნდა. ინფორმაციას RIA ავრცელებს.

მათი ცნობით, ლუკაშენკოს პრესსამსახურს ჰკითხეს, სად იმყოფებოდა პრეზიდენტი, პასუხად კი აღნიშნული ფოტო მიიღეს. 

მოგვიანებით, პრეზიდენტის პრესსამსახურმა განმარტება გააკეთა და თქვა, რომ ფოტო იმ დროს არის გადაღებული, როცა რეზიდენციასთან აქციის მონაწილეები იმყოფებოდნენ. 

პირველი შემთხვევა არ არის, როცა ლუკაშენკო საჯაროდ შეიარაღებული ჩნდება. რამდენიმე დღის წინ ის საკუთარ რეზიდენციაში იარაღით ხელში შევიდა

შეგახსენებთ, დღეს, პროტესტის 22-ე დღეს მინსკსა და ბელარუსის რამდენიმე ქალაქში მასშტაბური აქციები გაიმართა

ცნობისთვის, 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები არ წყდება.  ცესკო-ს მიერ არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. ანტისამთავრობო აქციაზე მომიტინგეებს სპეცრაზმი დაუპირისპირდა, რა დროსაც ათობით ადამიანი დაშავდა. მას შემდეგ ბელარუსში ლუკაშენკოს საწინააღმდეგო აქციები არ წყდება.

მომიტინგეები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბებულია და ლუკაშენკოს გადადგომას ითხოვენ. ანტისამთავრობო აქციებზე მიღებული დაზიანებების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, ათასობით კი დააკავეს.


close დახურვა