ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ კორონავირუსით იყო ინფიცირებული. მისი თქმით, ვირუსი ასიმპტომატური ფორმით სჭირდა.
„თქვენ უყურებთ ადამიანს, რომელიც კორონავირუსს გადაურჩა. ექიმები ამ დასკვნამდე გუშინ მივიდნენ. ვირუსი ასიმპტომატური იყო",- განაცხადა ლუკაშენკომ სამხედროებთან შეხვედრისას.
ბელარუსის 65 წლის ლიდერმა, არაერთი მოწოდების მიუხედავად, ქვეყანაში საკარანტინო ზომები არ გაატარა და არც ქვეყნის საზღვრები ჩაკეტა საერთაშორისო ტურისტებისთვის.
მან კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულ მღელვარებას არაერთხელ უწოდა "ფსიქოზი" და მოსახლეობას ვირუსთან გასამკლავებლად არყის სმა და საუნაში სიარული ურჩია.
დღეის მდგომარეობით ბელარუსში Covid-19-ით ინფიცირების 67 366 შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსის შედეგად კი 543 ადამიანია გარდაცვლილი.
პანდემიურ კრიზისთან გამკლავებისთვის არასაკმარისი ნაბიჯების გამო ოპოზიციამ ლუკაშენკოს წინააღმდეგ არაერთი საპროტესტო აქცია ჩაატარა.
ბელარუსში საპარლამენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდება.