logo
ENG



ლუჰანსკის ცნობით, რუსეთმა ბრძოლისთვის ტყვედ აყვანილი უკრაინელების მობილიზაცია დაიწყო

25 იან 202311:22
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/25/d9exinpyysuhyi6.jpg

ლუჰანსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ტყვედ აყვანილი უკრაინელების მობილიზაცია დაიწყო.

„კაცების, რომლებიც დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაიყვანეს რუსეთის ფედერაციაში, მათი მობილიზაცია ხდება. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც რუსეთის ხელისუფლებამ დაიწყო საცხოვრებელ ადგილების მიხედვით პასპორტების გაცემა“ - აცხადებს ლუჰანსკის ხელისუფლება.

ლუჰანსკის ცნობით, რუსები აგრძელებენ უკრაინის ტყვედ აყვანილი მოქალაქეების რუსეთის იზოლატორებში იძულებით გადაყვანას. ლუჰანსკის ცნობით, ამგვარი ომის ტყვეების სამხედრო კომპანია ვაგნერში ჩარიცხვა კრასნოდარში ხდება.

„იმ ადამიანებს, ვინც სხვადასხვა კრიმინალური დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს, ყველაზე აქტიურად მოუწოდებენ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის“ - წერია განცხადებაში.


close დახურვა